top of page

იარე ლიზა: ქართული საზოგადოების გზა ოკუპირებული
აფხაზეთისკენ მითებისა და რ
ეალობის კვალდაკვალ 

ფოტო: Georgian National Film Center

_იარე, ლიზა_ - ვიდეო გადასაღები მოედნიდან (mp3cut.net) [music]
00:00 / 09:29

ნანა ჯანელიძის მიერ გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა „იარე ლიზა“ ქართული საზოგადოება მივიწყებულ კონფლიქტსა და აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე აალაპარაკა.

 

ფილმი აფხაზეთის ომში მონაწილე ჟურნალისტი ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ათწლეულების გასვლის მიუხედავად კვლავ ომის ტრაგიკულ ჭრილობას ატარებს და სისხლიანი კონფლიქტის გადაწყვეტის მუდმივ ძიებაშია.

ფოტო: Georgian National Film Center

 

ლიზას გადაწყვეტილება, რომ ჩაუღრმავდეს საკუთარ წარსულს, მოგონებებსა და ომის ტრავმას და ახლებურად გადაიზაროს ის, მას ე.წ. თვითგამორკვევის გზაზე აყენებს.

 

ლიზას გზა წარსულისკენ, ერთის მხრივ იმედგაცრუებით, ღალატით, ტკვილითა და ტრაგედიებით, მეორეს მხრივ სიკეთით, იმედით და გმირობებით სავსე გზაა, რომელმაც ის საბოლოოდ ჭეშმარიტებასთან, მშვიდობასა და ადამიანობასთან უნდა მიიყვანოს.

 

რეჟისორის განზრახვაა, რომ ფილმით ხელი შეუწყოს კონფლიქტის შინაარსის აღქმას მრავალმხრივი პერსპექტივიდან და სიმართლე „ორი, აფხაზური და ქართული მხრიდან“ წარმოადგინოს.

91.jpg

ფოტო:  Mike Goldwater

ფილმი დაფუძნებულია რეალურ მასალაზე, დღიურისა და მოგონებების ჩანაწერებზე, რომლებსაც ქართულ და აფხაზურ მხარეს ჟურნალისტები, მონაზვნები, ჯარისკაცები, პოეტები და მწერლები საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით აწარმოებდნენ.

ფილმზე მუშაობა ნანა ჯანელიძემ და ლია ტოკლიკიშვილმა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყეს, გუნდს კი 10 წელზე მეტი დასჭირდა ფილმის საბოლოო ვერსიის სრულყოფად და შესაქმნელად.

ფოტო: Georgian National Film Center

356112196_153792537713029_4762492679188266039_n_edited.jpg

„იარე ლიზა“-მ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება, პროტესტი და დაპირისპირება გამოიწვია, თუმცა, ეს რეჟისორის სცენარის ნაწილი აღმოჩნდა. ნანა ჯანელიძეს მთავარ მიზანს სწორედ კონფლიქტის შესახებ ყინულის დაძვრა, „მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება“, დისკუსიის წამოწყება და ამ საკითხის აქტუალიზაცია წარმოადგენდა.

რეჟისორი მედიაში აქტიურად განიხილავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და გაყინული კონფლიქტის გადაჭრისა და მოგვარებისთვის ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ფილმის და მის მიერ საზოგადოებაში გამოწვეული დისკუსიის გასააზრებლად მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ აფხაზეთ-ქართული ურთიერთობისა და კონფლიქტის კონტექსტი და მისი მრავალშრიანი ნარატივი.

ფოტო: Georgian National Film Center

ფოტო:  შაჰ აივაზოვი

2.jpg

ფოტო:  Mike Goldwater

აფხაზეთის ომმა და აფხაზეთის დაკარგვამ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ნიშნით ტრაგიკული დაღი დაასვა, ტერიტორიების დაბრუნება დღემდე მიიჩნევა მოსახლეობის ერთ-ერთ უპირველეს სურვილად და მთავარ პრიორიტეტად. 

 

2020 წელს, კარნეგის ფონდის ევროპის ოფისისა და ლევან მიქელაძის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ ქართული მოსახლეობის 75-80% ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას. 

უკვე 30 წელზე მეტი გავიდა აფხაზეთის ომიდან, რომელმაც ათასობით ქართველი მებრძოლისა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ასი ათასობით ადამიანის უსახლკაროდ დარჩენა და საქართველოს მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია.

 

ომში რუსეთის აქტიურმა ჩართულობამ და მისი ოკუპაციური ძალების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებამ როგორც საქართველო, ისე საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ რუსეთი იმპერიალისტურ პოლიტიკას განაგრძობდა და საფრთხეს წარმოადგენდა მეზობელი ქვეყნებისა და მშვიდობისთვის. 

ბლა.jpg
site_edited.jpg

მიუხედავად ათწლეულების გასვლისა ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა კვლავ შეჩერებულია, საზღვრები ჩაკეტილია, მოსახლეობა იზოლირებული, კონფლიქტი გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება და დიალოგის პერსპექტივები არ ჩანს.  გასული 30 წლის განმავლობაში, მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით. 2010 წელს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სამოქმედოდ გამოაქვეყნა ე.წ სახელმწიფო სტრატეგია, „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რომლის მიზანი იყო ხელი შეეწყო დიალოგის აღდგენისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური თუ სოციალური მიმართულებით დაახლოებისთვისა და რეინტეგრაციისთვის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში თუ კონფლიქტის გადაჭრაში ადგილი არ ჰქონია.

ლა.jpg
ლ.jpg

მეტიც, რაც უფრო დრო გადის, ქართული და აფხაზური მოსახლეობა უფრო და უფრო დისტანცირდება ერთმანეთისგან, და ომთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო და პარალელურ ნარატივებს/რეალობას აყალიბებს.

2021 წელს “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, საქართველოში გამოკითხული ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა (73%) აცხადებდა, რომ პირადად არ იცნობდა ადამიანს, რომელიც ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობდა, აგრეთვე ახალგაზრდების დიდ ნაწილს (74%) ბოლო ათი წლის განმავლობაში არანაირი სახის ურთიერთობა არ დაუმყარებია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან. 

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ კარგად არის გარკვეული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხებში. 

ფოტო:  Mike Goldwater

5.jpg

სტატიაში „საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები“ ნათია ჭანკვეტაძე და ქეთევან მურუსიძე კრიტიკულად განიხილავენ ქართულ მოსახლეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთისგან იზოლაციის პროცესს, მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის არ არსებობას, რომელმაც „1990-იანებამდე მშვიდობიანი თანაცხოვრების მეხსიერების გაფერმკრთალება და კონფლიქტთან დაკავშირებით ორივე მხარეს, ურთიერთგამომრიცხავი და რადიკალური ნარატივების განვითარება“ გამოიწვია.

ნაშრომის მიხედვით, "რადიკალური ნარატივები კომპლექსურ კონფლიქტებს ამარტივებენ, საჯარო დისკურსში სწორხაზოვან შეფასებას ამყარებენ და ცენზურას უწესებენ მათ, ვინც ბედავს და ეჭვქვეშ აყენებს ამგვარ შეფასებებს ან განსხვავებულ აზრს გამოხატავს."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მალხაზ თორია სტატიაში „ისტორია, მეხსიერება და საბჭოთა მემკვიდრეობა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეალოგია“ საუბრობს აფხაზურ-ქართული დაპირისპირების სიმბოლურ განზომილებაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც 90-იანი წლების ომში,  ისე თანამედროვე პერიოდში ქართულ-აფხაზური საზოგადოებების გაუცხოებასა და რადიკალიზაციაში.

02910000-0aff-0242-3278-08da10d05673_cx0_cy2_cw0_w1023_n_r1_s.jpg

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

383784212_823091622943735_4219499079066338247_n.jpg

ფოტო: Jon Jones

ნარატივების მიმოხილვისას, საინტერესოა შევისწავლოთ ის ურთიერთგამომრიცხავი და რადიკალურად განსხვავებული ეთნოცენტრული ისტორიული პერსპექტივები, რომლებსაც ქართული და აფხაზური მხარეები წარმოადგენენ აფხაზეთის ტერიტორიასთან, ომთან და კონფლიქტთან დაკავშირებით.

1993023bj.jpeg-2022-08-14_09-28-13_382580.jpg

ფოტო: John Jones

image.png
image.png
image.png

მოცემული ნარატივების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის ე.წ. „კორენიზაციის“ პოლიტიკამ, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირში მცხოვრები მცირე ეთნიკური ჯგფუებისთვის ეროვნული ცნობიერებისა და ნაციონალური იდენტობის განვითარებას.

 

კორენიზაციის  პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკური ჯგუფებისთვის იქმნებოდა დამწერლობა, ეროვნული კულტურა, ლიტერატურა და ისტორიოგრაფია.

 

თითოეული ერისთვის იწერებოდა სწორხაზოვანი ისტორიული ნარატივი, რომელიც ჰყვებოდა კონკრეტული ხალხის ამბავს უძველესი დროიდან საბჭოთა კავშირამდე.

 

მოქალაქეებში ვითარდებოდა „სამშობლოს“ გრძნობა, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვრებზე იყო გადაჯაჭვული.

 

ისტორიოგრაფიის ტრადიციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აფხაზებისა თუ ქართველების ისტორიულ წარმოდგენაზე რეგიონის წარსულის შეასხებ.

narrative.png

 

 

განსხვავებული პერსპექტივები, თუ
"უცნობი" სიმართლე ომზე
:

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და გრინბერგის კვლევის ორგანიზაციამ პროექტის "ადამიანები ომზე" ფარგლებში 1999 წელს გამოიკვლია აფხაზებისა და ქართველების გამოცდილება, დამოკიდებულებები და აღქმები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის ომი ორივე მხარისთვის განსაკუთრებულ სისასტიკეებთან არის დაკავშირებული, ომში "ვნებამ სძლია ცივილურ და ომის წესებს" და ადგილი ჰქონდა კანონების უხეშ დარღვევას და სამხედრო დანაშაულს. (People on war report, Georgia/Abkhazia, 5)

ომში ორივე მხარე იყენებდა მოქალაქეებზე თავდასხმის ინსტრუმენტს, ეთნიკური მოსახლეობის დატერორებისა და ტერიტორიიდან განდევნის მიზნით. კონფლიქტს ასევე ახასიათებდა შეპყრობილი ჯარისკაცებისთვის არასათანადოდ მოპყრობის და მძევლების აყვანის პრაქტიკა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ორივე მხარე მონაწილეობდა ძარცვაში, წამებაში, გაუპატიურებაში, მძევლების აყვანასა და პატიმრების მოკვლაში.

წყარო: "კონფლიქტები და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში:ისტორიული კონტექსტი, თეორიული ასპექტები და პრაქტიკული გამოცდილება”, „ისტორია, მეხსიერება და საბჭოთა მემკვიდრეობა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გენეალოგია“, მალხაზ თორია

Shax_Aivazovi(154).jpg
1993023gj_edited.jpg

ფოტო: Jon Jones

ქართველებმა და აფხაზებმა კონფლიქტი განსხვავებულად განიცადეს.

 

კონფლიქტს ადგილი ჰქონდა ექსკლუზიურად აფხაზეთის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც გაიზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ომის შედეგად ზარალს აფხაზი მიიღებდა.  ომის სივრცობრივი განაწილების გათვალისწინებით, არათანაბრად იყო განაწილებული მისი ნეგატიური ეფექტებიც.

გრინბერგის კვლევის მიხედვით, ქართველზე (4%) 5-ჯერ უფრო მეტი აფხაზი (19%) ამბობს, რომ კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრი დაეღუპა. აფხაზების თითქმის ნახევარი (44%) აღნიშნავს ფაქტს, რომ მათი სახლები გაძარცვეს, ქართველების 2%-თან შედარებით.

ომის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების მიხედვით, აფხაზთა 90% ამბობს, რომ ერთი მაინც შეეხო, ქართველების 42%-თან შედარებით. აფხაზთა 46% აღნიშნავს ოთხ ან მეტ უარყოფით შედეგს, ქართველების 3%-თან შედარებით.

ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ნაწილი - აფხაზების 32% და ქართველების 21% სისასტიკეების მოტივაციას უკავშირებს მეორე მხარის სიძულვილს.

ასევე ყოველი მეხუთე აფხაზი რესპოდენტი ამბობს, რომ ის დაიჭირეს და შემდეგი მათი უმცირესობა, აღნიშნავს, რომ აწამეს ან დაჭრეს. 8%-მა განაცხადა, რომ იცნობდა ადამიანს, ვინც გაუპატიურების ან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. მხოლოდ ქართველების 2% საუბრობს მსგავს გამოცდლიებებზე.

ორივე მხარემ გამოცდილება შეაფასა, როგორც „საშინელი“ (აფხაზების 61% და ქართველების 55%), მაგრამ აფხაზებისთვის ბევრად უფრო დიდი იყო შეგრძნება, რომ კონფლიქტმა გავლენა მოახდინა მათ საზოგადოებასა და ცხოვრებაზე. უმეტესობა (52%) კონფლიქტს აფასებს, როგორც დამანგრეველს, ქართველების 11%-თან შედარებით.

ქართველებს უფრო აბსტრაქტული დამოკიდებულებები აქვთ, ბევრი საუბრობს „სირცხვილზე“, რომელიც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვამ (ან ფიზიკურმა შევიწროვებამ), გამოკითხვაში უფრო მეტმა ქართველმა აირჩია „შემარცხვენელი“ ომისადმი რეაქცია ვიდრე აფხაზმა. 

ჰჰ.png

წყარო: People on War, Country Report Abkhazia/Georgia,ICRC worldwide consultation on the rules of war. Greenberg Research Inc. 

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ამ კითხვებზე პასუხის პოვნა სტატიაში: "საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები" შეიძლება.

მოსახლეობის დისტანცირება

კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებში ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და კომუნიკაციის ნაკლებობა იწვევს სტერეოტიპებისა და ნარატივების შენარჩუნებას. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, გაუცხოებულ საზოგადოებებს შორის  სისტემატურ კონტაქტს მიკერძოებული დამოკიდებულების შესუსტება შეუძლია. აფხაზური და ოსური საზოგადოებები კი  თითქმის სრულად, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იზოლირებული არიან ქართული მოსახლეობისგან.

ადგილობრივი მედია არ არის დაინტერესებული ოკუპირებული ტერიტორიების ამბების გაშუქებით

კვლევაში ახსენეს ქართული მედია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კონფლიქტებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მშვიდობაზე; მედია-საშუალებები ძირითადად ინტერესდებიან „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან დაკავშირებული შემთხვევებით, და რუსეთის მიერ წაქეზებული გადაწყვეტილებებით“. მედია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აღქმაზე.  

ტაბუ - მოღალატის იარლიყი და რადიკალური ნარატივები

"იარე ლიზა"-ს ფილმზე საზოგადოების ნაწილის უარყოფითმა გამოხმაურებამ აჩვენა, რომ აფხაზეთის საკითხის რადიკალიზაციის შედეგად, ამჟამად ქვეყანაში კვლავ არის განწყობა, რომლის შედეგადაც ნებისმიერ ქართველს, რომელიც კონფლიქტზე გავრცელებულ ნარატივს კითხვის ქვეშ დააყენებს მოღალატის და რუსეთის აგენტის სახელი შეიძლება მიაწეროს. ამის შედეგად, დიალოგი და ღია საუბარი ნაკლებად მოსალოდნელია. 

შიში, რომ საერთაშორისო საზოგადოება ავტონომიურ რესპუბლიკებს აღიარებს

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართველების მიერ აფხაზებთან დიალოგის წინააღმდეგ ყოფნის არის შიში, რომ რადიკალური ნარატივების გადააზრებამ და კონფლიქტის მოპირისპირე მხარეზე ალაპარაკებამ შესაძლოა საერთაშორისო დონეზე აფხაზეთისა და სამხრეთს დამოუკიდებლობის აღიარება გამოიწივოს.

როგორც ჩაკვეტაძე და მურუსიძე ნაშრომში ასკვნიან, „ეს მუდმივად თვითქმნადი რადიკალური ნარატივები კომფორტის ზონას უქმნის თითოეულ საზოგადოებას მაშინ, როდესაც მათი გადახედვის და კრიტიკული გააზრების მცდელობა „ეროვნული ინტერესების“ დაზიანების შიშს იწვევს. შედეგად, დამკვიდრებული ნარატივების კრიტიკული ანალიზისა და მათზე რეფლექსიის ნაკლებობა ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებს შორის სამშვიდობო პროცესების წარმატების შესაძლებლობებს ამცირებს.“

ფოტო: შაჰ აივაზოვი

028e0000-0aff-0242-c7ca-08da10d08a38_cx0_cy4_cw0_w1023_n_r1_s.jpg

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამჟამად ქართული საზოგადოება თითქმის სრულიად იზოლირებულია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან, კონფლიქტის  გადაწყვეტის იმედი მაინც არსებობს, რადგან გამოკვლევების მიხედვით ქართველ ახალგაზრდებში ფიქსირდება ტოლერანტული, მშვიდობის მშენებელი ტენდენციები.

CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ახალგაზდათა 62 % სრულად ან მეტწილად ეთანხმებოდა თვალსაზრისს,  რომ აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი ურთიერთობისთვის საჭიროა დავივიწყოთ თუ რა იყო წარსულში და ერთად ვიფიქროთ მომავალზე.

აგრეთვე, 64% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები კონფლიქტის ისეთივე მსხვერპლნი არიან, როგორც ქართველები.

66%-მა გამოხატა თანხმობა ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართული იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან შერიგებაზე

 

გამოკითხულთა 95%-მა აღნიშნა, რომ კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით და არა ძალის გამოყენებით.

1993023cj.jpeg-2022-08-14_09-28-16_244273.jpg

ფოტო: Jon Jones

bottom of page